ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა. სტიქიამ განსაკუთრებით გერმანია და ბელგია დააზარალა.

მაშველები დაკარგულებს 24-საათიან რეჟიმში ეძებენ.

BBC-ის ცნობით, დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 156 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად კი კიდევ ათობით პირი ითვლება.

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება გერმანიისა და ბელგიის გარდა ავსტრიას, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგსაც დაატყდა თავს. ექსპერტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მასშტაბურ წყალდიდობას გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა