გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრს, საჯიდ ჯავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

„დღეს დილით კორონავირუსის PCR ტესტმა ვირუსის არსებობა დაადასტურა. მე ვრჩები იზოლაციაში და მუშაობას სახლიდან განვაგრძობ. ვაქცინის ორივე დოზის მიღების გამო, ჩემი სიმპტომები მსუბუქია. გთხოვთ ჩაიტაროთ ვაქცინაცია თუ ეს უკვე გაკეთებული არ გაქვთ“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი.

როგორც ცნობილია საჯიდ ჯავიდს წინა დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთანაც ჰქონდა შეხვედრა. ჯერჯერობით უცნობია გადავა თუ არა ჯონსონი იზოლაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა