ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რამდენიმე მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რამდენიმე მონაწილეს, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

BBC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული სპორტსმენები ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არიან და ერთსა და იმავე სპორტულ კატეგორიაში ასპარეზობენ.

სპორტსმენების დაინფიცირების შემდეგ სხვა გუნდები დროებით იზოლაციაში იმყოფებიან.

საერთო ჯამში მას შემდეგ რაც სპორტსმენები, მედიის წარმომადგენლები და სხვა პერსონალი ტოკიოში ჩავიდა მათ შორის კორონავირუსის გავრცელების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დამთავრდება.

თამაშები გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა