მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

შესაბამისი განმარტება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას“ ანალოგიური მიდგომა აქვს დეპუტატთან: ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან, ელენე ხოშტარიასთან და შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი მომავალში ისინი პარლამენტს მიმართავენ განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტაზე, “ქართული ოცნება“ მათ მოთხოვნას მხარს დაუჭერს.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა, რასაც ცოტა ხანში ეყრება კენჭი.

კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში რამდენიმე თვე არ მონაწილეობდნენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეტალურად დათვალა მათ მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობა, მათ შორის, საპატიო და არასაპატიო გაცდენები და თითოეულ დეპუტატთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა