გიორგი ვაშაძე - გომელაურს არ უნდა პროტესტი დაინახოს, ეს უხერხულობას უქმნის, მაგრამ მაშინ ვერ იგრძნო უხერხულობა, ჟურნალისტები რომ სცემეს და პოლიცია დამალული იყო

გომელაურს არ უნდა პროტესტი დაინახოს, ეს უხერხულობას უქმნის, მაგრამ მაშინ ვერ იგრძნო უხერხულობა, ჟურნალისტები რომ სცემეს და პოლიცია დამალული იყო , - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სხდომის შეწყვეტას, სადაც შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენაა დაგეგმილი.

ვაშაძის თქმით, მას პროტესტის დანახვაც მოუწევს და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემაც.

"პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, მით უმეტეს, ჟურნალისტებს, რომლებსაც თავ-პირი დაამტვრიეს რუსთაველზე და იცით, რომ ლექსო გარდაცვლილია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შს მინისტრს უხერხულობას უქმნის ჟურნალისტების პროტესტი, მაგრამ მას უხერხულობა არ შეუქმნა იმან, 20 ადამიანი რომ ერთ ჟურნალისტს სცემდა რუსთაველზე და პოლიცია დამალული იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სიმართლისთვის თვალის გასწორების ეშინიათ, მაგრამ მათ მოუწევთ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა და პროტესტის დანახვა, პროტესტს თვალს ვერ აარიდებენ, რადგან ისინი არიან პასუხისმგებლები ჟურნალისტებზე ძალადობაში, მათ არ დაიცვეს ჟურნალისტები და მოქალაქეები", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა