ანა ბუჩუკური - გარდა შს მინისტრისა, რომელმაც არ გასცა პასუხები შეკითხვებს, აუცილებელია, პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ პრემიერ-მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი

სამწუხაროა და ფაქტია, რომ ხელისუფლებას მწვავე კითხვებზე პასუხი არ აქვს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დახურვის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს პარლამენტში, შსს მინისტრთან ერთად, პასუხები უნდა გასცენ პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმაც.

„დღეს, ბატონი შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში იყო მოსული იმისთვის, რომ პასუხი გაეცა მძიმე და მწვავე კითხვებისთვის, რომელიც არის დაგროვებული საზოგადოებაში. თუ რატომ ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ დაეცვა ჩვენი მოქალაქეები მიზანმიმართული და სისტემური ძალადობისგან. ვგულისხმობ, 5 ივლისის მოვლენებს.

სამწუხაროა და ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ მწვავე კითხვებზე პასუხი არ აქვს და შესაბამისად ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში სხდომა ჩემთვის გაურკვეველი და მიუღებელი მიზეზების გამო გადაიდო.

გარდა შინაგან საქმეთა მინისტრისა, რომელმაც არ გასცა პასუხები ამ შეკითხვებს, აუცილებელია, პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ როგორც პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მეთაური, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ეს შეკითხვები, რომელიც არის დაგროვებული, არის საზოგადოებაში დაგროვებული. ამ ტრიბუნით პოლიტიკოსები ველაპარაკებით ჩვენს მოქალაქეებს. დღეს, სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ ამ შეკითხვებს პასუხი არ გასცა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.

გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა