Bloomberg - მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 23.5%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 32 მილიონზე მეტი ადამიანი იცრება, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.6 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 23.5%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.4 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 428 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 404 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 337 მილიონი. ამ დროისათვის აშშ-ში ვაქცინების ორივე დოზა მოსახლეობის 48.5%-მა მიიღო, ევროკავშირში 43.3%-მა, გაერთიანებულ სამეფოში 53.3%-მა, ისრაელში კი- 57.7%-მა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა