პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" გრიგოლ გეგელიამ დაუდასტურა.

გრიგოლ გეგელიამ სოციალურ ქსელში "პოსტი" გამოაქვეყნა და წერს, რომ მისი დაკავება სამართლებრივ საფუძვლებს იყო მოკლებული.

"მეგობრებო, მე თავისუფალი ვარ, მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ ჩვენი ქვეყანაა დამონებული და სანამ ასეა, ვერავინ იქნება თავისუფალი!

დღეს ჩვენი დაკავება აბსოლუტურად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. ყველამ ნახა, რაც მას უძღოდა. ეს იყო უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების აბსოლუტური შელახვა, რაც გპირდებით, ასე არ დარჩება.

ეს არის საბრალო, დაშინებული ავტოკრატების ქცევა, რასაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოსთან, რომელიც აუცილებლად უნდა ავაშენოთ.

სანამ მე, გრიგოლ გეგელიას, ამ ქვეყნის პატრიოტს, კანონმორჩილ მოქალაქეს 5 პოლიციელი მაკავებს, თქვენს ირგვლივ ქუჩებში ფაშისტები ნაყინს ჭამენ და მზეს ეფიცხებიან. სწორედ ეს არის ჩვენი ქართული სახელმწიფოს მორალური და პოლიტიკური მკვლელობის პროცესი.

ღმერთმა დალოცოს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს ემსახურება. ისინიც ამ სიტუაციის მსხვერპლი არიან. მე აუცილებლად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ მათი ენერგია საღი მიზნისთვის ბრძოლას მიემართოს.

როდესაც საღამოს სახლში მისული პოლიციელი თავის შვილს თვალებში ჩახედავს და თავისი დღის შრომით იამაყებს, მაშინ ჩვენც გვეცოდინება რომ შევქმენით სახელმწიფო", - წერს გრიგილ გეგელია "ფეისბუქზე".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა