ანგელა მერკელი წყალდიდობაზე - საშინელებაა, გერმანულ ენას ძნელად შეუძლია მომხდარის აღწერა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ წყალდიდობა, რომელმაც ევროპის ზოგიერთ ნაწილს გამანადგურებელი შედეგები მოუტანა, „საშინელებაა“.

„საშინელებაა, გერმანულ ენას ძნელად შეუძლია მოძებნოს სიტყვები მომხდარი განადგურების ასაღწერად“- აღნიშნა კანცლერმა, რომელიც სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიას ეწვია.

მან პირობა დადო, რომ ფედერალური მთავრობა და რეგიონები განადგურებულ რაიონებში წესრიგის აღსადგენად ერთად იმოქმედებენ.

ამასთან, მერკელის თქმით, გააორმაგებს ყურადღებას კლიმატის ცვლილების შეჩერებაზე.

”გერმანია ძლიერი ქვეყანაა და ჩვენ აღვუდგებით ბუნების ამ ძალას მოკლევადიან, ისევე როგორც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, პოლიტიკის საშუალებით, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბუნებას და კლიმატს, ვიდრე ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით,”- აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მინიმუმ 300 მილიონი ევროს მოცულობის საგანგებო პაკეტი მთავრობას ორ დღეში წარედგინება. მოგვიანებით კი ამოქმედდება რამდენიმე მილიარდიანი სარეკონსტრუქციო პროგრამა, რომელიც დანგრეული სახლების, ქუჩებისა და ხიდების აღდგენას მოხმარდება.

შეგახსენებთ, ევროპას ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. ყველაზე მეტად გერმანია და ბელგია დაზარალდნენ. გერმანიაში სულ მცირე 159, ბელგიაში კი - 31 ადამიანი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა