ავღანეთის მთავრობისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ავღანეთის მთავრობისა და „თალიბანის“ მაღალი რანგის დელეგაციები ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ სამშვიდობო ძალისხმევას და გააგრძელებენ მაღალი დონის მოლაპარაკებებს, - ინფორმაციას ToloNews-ი ავრცელებს.

მხარეებმა გამოაქვეყნეს მოკლე ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მშვიდობის საკითხზე მაღალი დონის მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, თუმცა დოკუმენტში დეესკალაცია ან ცეცხლის შეწყვეტა ნახსენები არაა.

კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები ქვეყნის არსებული ვითარებიდან გამოსაყვანად და წინსვლისთვის საერთო ენის გამონახვაზე შეთანხმდნენ.

ასევე, ორივე მხარე შეთანხმდა, დაიცვას ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ითანამშრომლოს ჰუმანიტარული დახმარებით.

ავღანეთში უცხო ქვეყნების ძალების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის შეტაკებებმა და ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. თალიბებმა ძალაუფლების დასაბრუნებლად ძალისხმევა გააძლიერეს. მათი მტკიცებით, ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს