სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრო არავაქცინირებულ პირებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრო არავაქცინირებულ პირებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ურჩევს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლიდან გასვლაზე თავი შეიკავონ.

ამასთან, სინგაპურში დღეიდან სოციალურ შეკრებებთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება, თუმცა ვაქცინირებული პირებისთვის წესები მსუბუქდება.

ქალაქ-სახელმწიფოში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 88 შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უდიდესი დღიური მაჩვენებელია გასული წლის აგვისტოს შემდეგ. ახალი კლასტერი კარაოკე ბარებსა და თევზჭერის პორტს უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა სინგაპურის 5.7 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 73%-ს აქვს მიღებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს