უცხო ქვეყნების მისიები „თალიბანს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

თხუთმეტი დიპლომატიური მისია და ნატო-ს წარმომადგენელი ქაბულში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და თალიბებს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თალიბებმა სამუდამოდ უნდა დაყარონ იარაღი და აჩვენონ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესისადმი მათი ერთგულება”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

დიპლომატიური მისიები ასევე გმობენ უფლებების დარღვევებს, მაგალითად, სკოლებისა და მედიასაშუალებების დახურვის მცდელობებს, რასაც, მედიის ინფორმაციით, ადგილი აქვს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თალიბებმა ბოლო დროს ჩაიგდეს ხელში.

ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირა ავსტრალიამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, კორეამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, ბრიტანეთმა, ევროკავშირის დელეგაციამ და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატო-ს სამოქალაქო წარმომადგენელმა.

ცნობისათვის, ბოლო წლებში ყურბან-ბაირამის დღესასწაულის პერიოდში თალიბები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას აკეთებდნენ, თუმცა წელს მათ ცეცხლის შეწყვეტა არ გამოუცხადებიათ.

ავღანეთში უცხო ქვეყნების ძალების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის შეტაკებებმა და ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. თალიბებმა ძალაუფლების დასაბრუნებლად ძალისხმევა გააძლიერეს. მათი მტკიცებით, ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა