პაატა მანჯგალაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს

შს მინისტრი ცუდად არ გამხდარა და დისკომფორტი არ ჰქონია, როცა ოცი ადამიანი ერთს ურტყამდა და ბანერის დაკიდებით რა დისკომფორტი შეექმნა არ მესმის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ძალადობასა და ჟურნალისტებზე ნადირობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ვახტანგ გომელაურსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება, რომელმაც ძალადობა წაახალისა.

„არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს ჟურნალისტების მიერ ბანერის გადმოფენამ ის გარემო შექმნა, რომ მინისტრს არ ესაუბრა. მინისტრი ცუდად არ გამხდარა და დისკომფორტი არ ჰქონია, როცა ოცი ადამიანი ერთს ურტყამდა და ბანერის დაკიდებით რა დისკომფორტი შეექმნა არ მესმის. ეს არის ტყუილი. ჩვენი ფრაქცია მზად იყო, მისთვის აეხსნა, როგორ წაახალისა და როგორ უწყობდა შს სამინისტრო ძალადობას ხელს თავისი უმოქმედობით. როცა მინისტრის მოსმენის საშუალება იქნება, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ძალადობრივი ჯგუფები კოორდინაციაში იყვნენ. როგორც ჩანს, მათ კოორდინაციას ერთი საერთო ცენტრი უწევდა. სწორედ ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა