მოლდოვის პრეზიდენტი - ბათუმში შეხვედრაზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, ერთად უფრო ძლიერები ვართ

მოუთმენლად ველი დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ბათუმის 2021 წლის კონფერენციის ფარგლებში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს განიხილავენ.

„განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა