საბა ბუაძე - პირდაპირ ქმედებას ველოდები, არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს მიშელის განცხადებები რბილი იქნება

ბოლო განცხადებები, რაც გვესმის, უპრეცედენტოდ მკაცრია. პირდაპირ ქმედებას ველოდები. არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს მიშელის განცხადებები რბილი იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, ამ ხელისუფლების პირობებში შემდეგი გაჩერება სრული საერთაშორისო თვითიზოლაცია და საერთაშორისო ვექტორის ცვლილება იქნება.

„დღეს ვსაუბრობთ, რომ „ქართული ოცნება“ გადაიქცა ძალად, რომელიც სიცოცხლის უზრუნველყოფას ვერ ახდენს. მე არ ვფიქრობ, რომ ამას ვინმე გულგრილად გამოეხმაურება. შანსია, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ ის საბიუჯეტო დახმარება, რომელსაც ევროკავშირიდან ვიღებთ, ხელისუფლება კი მე მგონი, რეალობას თვალი გაუსწოროს არ აპირებს.

სახეზე გვაქვს ქვეყანაშ ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ. ცდილობენ, საკუთარი თავი ჩვენს ეროვნულ იდენტობას მიაწებონ და მეორე მხარეს ოპოზიცია დააყენონ, როგორც ამ ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლი. გუშინ პარლამენტში „მუტრუკი“ ეჭიდავებოდა ქალს, ამაზე სამარცხვინო, ამაზე არაქართული რა უნდა იყოს?!

შემდეგი გაჩერება ამ ხელისუფლების პირობებში სრული საერთაშორისო თვითიზოლაცია და საერთაშორისო ვექტორის ცვლილება იქნება. სახიფათოა ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნა. განწყობა ნათელია - ისინი არა მარტო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც ემალებიან. ეს კონკრეტული სიმპტომია იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას თვალს ვეღარ უსწორებს“, - განაცხადა ბუაძემ.

მანვე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორმალურ ვითარებაში საპარლამენტო კომისიის შექმნა კარგი იქნებოდა.

„კომისია ნორმალურ ვითარებაში კარგი საპარლამენტო ინსტიტუტი იქნებოდა, რომ სიმართლე დადგინდეს, მაგრამ მაშინ, როდესაც ასეთი მწვავე ფონი გვაქვს, მე ვფიქრობ, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ ეს ძალადობრივი მუხტი შევაჩეროთ“, - განაცხადა ბუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა