სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საქართველოს სახალხო დამცველი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ და საუბრობენ.

„დღევანდელი ვიზიტი ელჩის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პატივისცემის დადასტურება და გამოხატულება იყო. ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართლადამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართლადამცავ ორგანოებს დღემდე არავინ არ მიუცია პასუხიგებაში ამ ძალადობრივი ქმედებისთვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც აშშ-ს ელჩმა საქართვლოში კელი დეგნანმა განაცხადა, აშშ რეგულარულად გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარატთან მუშაობას, თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით აქ საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარტთთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა