საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნითი განაცხადის შესახებ კონფერენცია გაიმართა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნითი განაცხადის შესახებ “თბილისი მარიოტში” კონფერენცია გაიმართა.

განაცხადი საქართველოს ეკონომიკას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება და მასში აღნიშნულია, რომ კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა “დახმარების ღონისძიებებით მოხერხდა კრიზისის გავლენის შემსუბუქება მოწყვლადი ოჯახებსა და ბიზნესებისთვის”.

განაცხადი შედგება 11 პუნქტისგან, სადაც საუბარია საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენაზე, ასევე ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსური სექტორის პოლიტიკასა და სტრუქტურულ რეფორმებზე.

განაცხადის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში ფისკალური პოლიტიკის აქცენტი მიმართული უნდა იყოს კრიზისის დროს შემოღებული დახმარების ღონისძიებების შემცირებაზე.

ღინისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საქართველოში სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა.

შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა