ანონსი 20 ივლისი

20 ივლისს, 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდება.

მის.: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. N6;

საკონტაქტო: თამთა ბატიაშვილი - 595 767676.

20 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

20 ივლისს, 11:00 საათზე, „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ" თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, თემატური მოკვლევით დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

20 ივლისს, 11:00 საათზე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

20 ივლისს, 11:30 საათზე, გარდაცვლილი პატიმრის ბესიკ თორდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ საქმეში დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599 16 10 15

მის: გულუას #24

20 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

20 ივლისს, 12:00 საათზე, საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრები, გია ყანჩელის მემკვიდრე, სანდრო ყანჩელი, რეზო ლაღიძის მემკვიდრე, ლელა ლაღიძე, ბიძინა კვერნაძის მემკვიდრე, თამარ კვერნაძე, გოგი ცაბაძის მემკვიდრე, კახა ცაბაძე, ოთარ რამიშვილის მემკვიდრე, მიხეილ რამიშვილი, ბესო კალანდაძე, ლილიკო ნემსაძე, მერაბ სანოძე, ნიკა მაჩაიძე და სხვები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ორგანიზაცია GERA-ს და მასთან დაკავშირებული ავტორ-შემსრულებლების მიერ პარლამენტში შეტანილი განცხადება, რომლითაც ითხოვენ პარალელური ადმინისტრირების (სფეროში ერთზე მეტი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის) დაშვებას და ამ მიზნით კანონის შეცვლას.

მის: მერაბ კოსტავას ქ. 63

20 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში (ბიუროს ოთახთან) გაიმართება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას პრესს-კონფერენცია.თემა: შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში და „ევროპელი სოციალისტების" პოზიცია.

20 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

20 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

20 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მის: ავლაბარი, ხივინის ჩიხი #2 (შესასვლელი სამების ეკლესიის მხრიდან).

საკონტაქტო: 555 11 42 71

20 ივლისს, 20:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს.

მის: მთაწმინდის პარკი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო