Bloomberg- ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში აიცრა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 32.4 მილიონზე მეტი ადამიანი იცრება, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.62 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 23.6%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.44 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს.

მას ევროკავშირი მოჰყვება 429 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 404 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 337 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი მალტაში, სეიშელის კუნძულებზე, ისლანდიაში, ბაჰრეინში, მალდივებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩილეში, ურუგვაიში, ისრაელში, ყატარში, მონღოლეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთშია.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა