რეჯეფ თაიფ ერდოღანი - "თალიბანმა" ავღანეთში მიწების „ოკუპაცია“ უნდა შეწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დაჯგუფება "თალიბანმა" ავღანეთში მიწების „ოკუპაცია“ უნდა შეწყვიტოს.

„თალიბებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი ძმების მიწის ოკუპაცია და აჩვენონ მსოფლიოს, რომ ავღანეთში მშვიდობა სუფევს“, - განაცხადა მან.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თალიბების მიერ არჩეული მიდგომა არ არის ის გზა, რომლითაც მუსლიმები ერთამენთთან უნდა ურთიერთობდნენ. იქამდე კი თხუთმეტმა დიპლომატიურმა მისიამ და ნატო-ს წარმომადგენლობამ ქაბულში ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და თალიბებს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თალიბებმა სამუდამოდ უნდა დაყარონ იარაღი და აჩვენონ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესისადმი მათი ერთგულება”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირა ავსტრალიამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, კორეამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, ბრიტანეთმა, ევროკავშირის დელეგაციამ და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატო-ს სამოქალაქო წარმომადგენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა