ისრაელის არმია - ლიბანიდან ისრაელისკენ რაკეტები ისროლეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, გაშვებული რაკეტების გამო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სირენების ხმა გაისმა, თუმცა ინციდენტს ზიანი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ერთი რაკეტა სარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო მეორე ღია ტერიტორიაზე დაეცა. მათივე ინფორმაციით, ისრაელმა თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

ცნობისათვის, ლიბანის სამხრეთ ნაწილში დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელთანაც ისრაელს 2006 წელს ომი ჰქონდა, გავლენიან ძალას წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა