გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესის სრულყოფის მიზნით, მორიგი ონლაინ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის უწყვეტად მუშაობს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში, სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტისა და სამინისტროს ჰაერის სამმართველოს თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ექსპერტმა ონლაინ ტრენინგი გამართა თემაზე „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვალიდაციის პროგრამული უზრუნველყოფა“.

„აღნიშნული ტრენინგის საფუძველზე, ადგილობრივმა სპეციალისტებმა ამ მიმართულებით ცოდნა გაიუმჯობესეს, რასაც შემდგომ პრაქტიკაში დანერგავენ. აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (UNDP-GRF) ქვეპროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა