შარლ მიშელმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ საქართველო დატოვეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველო გვიან ღამით დატოვეს.

პრეზიდენტები საქართველოში ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

გარდა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისა, შარლ მიშელი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კი საქართველოში ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან სტუმრობით დაიწყო, ვიზიტის ბოლოს კი ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა