ირაკლი ღარიბაშვილი - ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ძალიან წარმატებული იყო

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ძალიან წარმატებული იყო - ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის, სამივე ქვეყნის პერპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც გვაერთიანებს, კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ბათუმში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტს ქალბატონ სანდოს. ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამივე ქვეყანას, სამივე ქვეყნის პერპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფებას და საერთო ღირებულებების დაცვას და ზოგადად ამის გარშემო ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი ამ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა