22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

22 ივლისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე 15-ზე მეტი ადგილობრივი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანია ვაკანსიებს წარმოადგენს. მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი.

„სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ექნებათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისაან მიიღონ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე და თავადაც წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. დამსაქმებლები კი მოთხოვნების შესაბამისად სასურველ კანდიდატებს შეარჩევენ.

ზუგდიდის დასაქმების ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

დასაქმების ფორუმი ერთდღიანია და დადიანების სასახლის ეზოში (ღია სივრცე) ჩატარდება. მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1ა. დასაწყისი: 11.00 საათი, ხანგრძლივობა 3 საათი.

დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

დღეის მდგომარეობით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 7 (შვიდი) დასაქმების ფორუმი ჩატარდა: ბათუმი - 2; ახალციხე - 1; გორი- 1; ქუთაისი - 1; თბილისი -2 (სამგორის და გლდანის რ-ი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა