ანტონიო გუტერეში - ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის მათრახს საზღვრები არ აქვს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ალ-სადრის ბაზარში მომხდარ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

„ეს თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმს მათრახს საზღვრები არ აქვს. დამნაშავე პირებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი სასწრაფოდ უნდა აგონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ერაყის მთავრობას, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სადრ-სითის რაიონის ბაზარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა