თამარ გაბუნია - კლინიკები არც ერთ შემთხვევაში არ იხურება, დემობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ჩვეული საქმიანობის რეჟიმს უბრუნდება

კლინიკები არც ერთ შემთხვევაში არ იხურება, დემობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ჩვეული საქმიანობის რეჟიმს უბრუნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც ივნისის თვეში რამდენიმე კლინიკის დახურვასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

გაბუნიას განცხადებით, თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, კლინიკები ექსკლუზიურად კოვიდ სერვისიდან ისევ მრავალპროფილური, ან პედიატრიული ბაზისური სერვისის მიწოდებაზე გადადიან.

„დახურვას ამ შემთხვევაში ნუ ვიტყვით - არასწორია. კლინიკები არც ერთ შემთხვევაში არ იხურება. დემობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ჩვეული საქმიანობის რეჟიმს უბრუნდება. ექსკლუზიურად კოვიდ სერვისიდან და ისევ მრავალპროფილური, ან პედიატრიული ბაზისური სერვისის მიწოდებაზე გადადის. ამ შემთხვევაში, როდესაც მაჩვენებელი შემცირდა, კლინიკებს 2 კვირით ადრე ვუგზავნით შეტყობინებას, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თუ ამ მდგომარეობაში შენარჩუნდება მათი დემობილიზაცია, შესაძლოა განხორციელდეს. თუმცა, თუ 2 კვირის განმავლობაში სიტუაცია გაუარესდება, მაშინ ესეც მათ ეცნობებათ, რომ უნდა გააგრძელონ ისევ კოვიდ რეჟიმზე მუშაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა