„უფლებები საქართველო“ - სასამართლომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ლექტორის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ყოფილმა ლექტორმა, დავით ნიჟარაძემ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლოში დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ თსუ, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის გამო, დავით ნიჟარაძეს დისკრიმინაციულად მოეპყრო. შესაბამისად, სასამართლომ უნივერსიტეტს ლექტორის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 4350 ლარის გადახდა დააკისრა.

„დავით ნიჟარაძის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი, რუსუდან მჭედლიშვილი იცავდა.

დავით ნიჟარაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდა და ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოთქვამდა. საკუთარი შეხედეულებების ღიად დაფიქსირების გამო, ფაკულტეტის ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილ ლექტორს დისკრიმინაციულად მოეპყრო, რის გამოც მან ვერ შეძლო აკადემიური თანამდებობის დაკავება. მოგვიანებით კი, ფაკულტეტის დეკანმა მასთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც არ ისურვა.

„უფლებები საქართველოს“ იურისტმა რუსუდან მჭედლიშვილმა თსუ-ს წინააღმდეგ მოამზადა სარჩელი. აღნიშნული სარჩელი, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, ეყრდნობოდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის თებერვალში გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენმა თსუ-ს მხრიდან კრიტიკულად განწყობილი ლექტორის მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

რუსუდან მჭედლიშვილი, თსუ-ს მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტზე კიდევ ერთ ლექტორს იცავს, რომლის საქმეც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა