ფრიდონ ინჯია - ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და მეშინოდა, არ წაქცეულიყო - ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოიყვანა და გადაგვარჩინა

ჩემთვის მისაღები არ იყო შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ - ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა, შემეშინდა არ წაქცეულიყო, ზარქუამ ფაქიზად ჩამოაბრძანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რითაც გომელაურის მოსმენის დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რომ არა ირაკლი ზარქუა, ის თავად ჩამოიყვანდა მაგიდიდან მამულაშვილს.

„პაპუაშვილს ეს არ უნდა გაეკეთებინა, ქალბატონისთვის ხელი არ უნდა ეხლო. თუმცა ჩვენს გვერდით, ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და რომ არა ირაკლი ზარქუა, მან ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვემოთ, თუ ის არ გააკეთებდა, მე გავაკეთებდი ამას. მეშინოდა, მამულაშვილი არ წაქცეულიყო, წინ გახარიას ხალხი ზის, უკან „სტრატეგია აღმაშენებლის" და ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოყვანა მამულაშვილი და გადაგვარჩინა,"- განაცხადა ინჯიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია