ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ოლიმპიადის გაუქმებას არ გამორიცხავს

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გლობალური სპორტული ღონისძიების გაუქმებას არ გამორიცხავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ოლიმპიური თამაშები გაუქმდეს, ტოშირო მუტომ უპასუხა, რომ იგი თვალს ადევნებს ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზატორებთან დისკუსიებს გამართავს.

„ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარი პროგნოზის გაკეთება კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, განვაგრძობთ დისკუსიებს, თუკი შემთხვევები მოიმატებს," - აღნიშნა მუტომ.

ტოკიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და ამის გამო ოლიმპიადა, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო, მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. ოლიმპიადის გახსნა მიმდინარე კვირის პარასკევს იგეგმება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა