სომხეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვაგარშაკ ჰარუთიანიანი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი არშაკ კარაპეტიანი დაინიშნება.

ვაგარშაკ ჰარუთიანიანმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში დაიკავა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს