კორონავირუსგადატანილ პირებს ვაქცინის გაკეთება 120 დღის ნაცვლად 30 დღეში შეეძლებათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ პირებს ვაქცინის გაკეთებამდე 120-დღიანი ლოდინი აღარ მოუწევთ და აცრა 30 დღეში შეეძლებათ.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება.

„ინფიცირებიდან დაშვებულია 120 დღე აცრისთვის. ახლა ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე და ყველას შეეძლება სწრაფად აცრა. მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი და მალე იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა