მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე ამ ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერია - იქნება და არის უკონკურენტო

„ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატს კახა კალაძე უსურვებს გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის შემდეგ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო.

მისივე თქმით, როგორი პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი, თითოეულმა მოქალაქემ დარწმუნებით იცის, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი.

„ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ასე ნათლად ჩანს, არ უნდა დავკარგოთ, ამიტომ, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო. აქედან გამომდინარე, პირადად მე და მთელი ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატს კახა კალაძეს უსურვებს გამარჯვებას, რაშიც ასევე დარწმუნებულები ვართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა