ევროკავშირი პოლონეთს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად ვადას 16 აგვისტომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ჯარიმის გადახდა ემუქრება

ევროკომისიამ ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად პოლონეთს ვადა 16 აგვისტომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანას ჯარიმის გადახდა ემუქრება. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, პოლონეთის ახალი მოსამართლეთა დისციპლინური სისტემა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს.

„ჩვენ ვთხოვეთ პოლონეთს, დაუდასტუროს კომისიას, რომ ის სრულად შეასრულებს სასამართლოს 14 ივლისის დადგენილებას სადისციპლინო პალატის შესახებ. პოლონეთმა უნდა გვაცნობოს ამ მიმართულებით გათვალისწინებული ზომების შესახებ 16 აგვისტოსთვის, როგორც ეს სასამართლოს მიერ იყო მოთხოვნილი“, – განაცხადა ვერა ჟუროვამ.

მისივე თქმით, აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია მიმართავს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს, პოლონეთისთვის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს