აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი - გავაგრძელებ მცდელობას 19 აპრილის შეთანხმების სრული შესრულებისთვის - მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას

დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ მცდელობას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი შესრულებისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატმა კარენ დონფრიდმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.

„არ შემიძლია სათანადოდ გამოვხატო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.

როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს მანძილი.

ამავდროულად, დავადასტურებ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განვაგრძობ საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერესთან,“- აღნიშნა კარენ დონფრიდმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე