Bloomberg - ჩინეთში ვაქცინების 1.46 მილიარდი დოზა გამოიყენეს, ევროკავშირში - 436 მილიონი, აშშ-ში კი - 338 მილიონი

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 32.8 მილიონზე მეტი ადამიანი იცრება, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.67 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 23.9%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.46 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 436 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 415 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 338 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი მალტაში, სეიშელის კუნძულებზე, ისლანდიაში, ბაჰრეინში, მალდივებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩილეში, ურუგვაიში, ისრაელში, ყატარში, მონღოლეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთშია.

იხილეთ ვიდეო: Bloomberg - ჩინეთში ვაქცინების 1.46 მილიარდი დოზა გამოიყენეს, ევროკავშირში 436 მილიონი, აშშ-ში კი - 338 მილიონი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო