„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ეთიკის საბჭოში გასულ კვირას ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ ქმედებების შეფასებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ეთიკის საბჭოში გასულ კვირას ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ ქმედებების შეფასებას ითხოვს. განცხადება ანი წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა პარლამენტის კანცელარიაში უკვე ჩააბარეს.

როგორც ანი წითლიძემ განაცხადა, იმის იმედი, რომ „ქართული ოცნების" მამაკაცი დეპუტატების მხრიდან განხორციელებული ქმედებები ძალადობად შეფასდება, არ აქვს. ისინი ამ საკითხზე დავას სასამართლოშიც აპირებენ.

„განაცხადი შევიტანეთ იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა ქალ დეპუტატებზე, როცა პაპუაშვილმა, მგალობლიშვილმა და ზარქუამ იძალადეს სხდომათა დარბაზში ქალ დეპუტატებზე და გაგვათრიეს რეალურად დარბაზიდან. თუმცა, მოლოდინი იმის, რომ ეთიკის საბჭო რაიმეს მიიღებს, არ გვაქვს, ეთიკის საბჭოში არიან „ქართული ოცნების" წევრები, რომლებსაც არ დაუგმიათ მათი კოლეგების ეს საქციელი, თვლიდნენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ბატონი ინჯიაა ამ საბჭოს წევრი, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, ამიტომ ჩვენ წავალთ სასამართლოშიც“, - განაცხადა წითლიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს