ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მამა, რომელსაც მკვლელობის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მართვით სუნთქვაზეა

მარნეულში, ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორი პირი მკვლელობის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა, მძიმეა. როგორც „ავერსის“ კლინის ემერჯენსის უფროსმა ხათუნა ებრალიძემ განაცხადა, 61 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები, ამ დროისთვის კი, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ღამის 2-ის წუთებზე შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მუცლის დახურული ტრავმა. მიღებული დაზიანების გამო მას გაგლეჯილი ჰქონდა ელენთა და ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული. პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა - ელენთის ექსტირპაცია და ნაწლავის გაკერვა. ახლა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, გარკვეული სპეციალისტების ჩარევის შემდეგ დინამიკაში სხვა დეტალებიც გამოჩნდება", - აცხადებს ხათუნა ებრალიძე.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა. ამის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულის მამას ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ასევე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომელებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მამას დაზიანებები მიაყენეს, მისი კუთვნილი ავტომობილები კი დააზიანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა