მარია ზახაროვა უკრაინის საგარეო მინისტრს რუსეთისა და შავ ზღვასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას კომენტარს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შავი ზღვა თავის შიდა ტბად აქციოს.

ზახაროვას თქმით, კულებამ განაცხადა, რომ იცის, როგორ უნდა შეუშალონ ხელი მოსკოვს „შავი ზღვის შიდა ტბად გადაქცევაში“.

„რაც უფრო მალე შეწყვეტს კულება სისულელეების ჩმახვას, მით უფრო მალე გახდება ტბა კვლავ ზღვად, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდება“, - აცხადებს ზახაროვა.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვლადიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „თუკი ნატოს წევრი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, პლუს უკრაინა და საქართველო, და ამ მექანიზმში ადგილის გამონახვა მოლდოვისთვისაც შეიძლება, არ გააერთიანებენ ძალებს, რუსეთი შავ ზღვას თავის შიდა ტბად აქცევს, შუაზე გაყოფს და თავის ზონაში სრულ დომინირებას დაიწყებს“.

იხილეთ ვიდეო: მარია ზახაროვა უკრაინის საგარეო მინისტრს რუსეთისა და შავ ზღვასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო