დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მიესალმება ევროკავშირის შუამავლობას მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში, თუ ეს ხელს შეუწყობს არსებული შეთანხმებების შესრულებას

რუსეთის ფედერაცია მზად, არის მიესალმოს ევროკავშირის ქვეყნების შუამავლობის მცდელობებს მთიანი ყარაბაღის რეგიონის შესახებ მოლაპარაკებებში, თუ ეს ხელს შეუწყობს მანამდე არსებული შეთანხმებების იმპლემენტაციას, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თუ შუამავლობის ძალისხმევა მოიტანს სტაბილურობას, პროგნოზირებასა და ხელს შეუწყობს არსებული შეთანხმებების შესრულებას, მაშინ ის მხოლოდ მისასალმებელია”, - აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის შესახებ რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელების სამმხრივი შეთანხმებები ”პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალიან ენერგიული მონაწილეობით“ იქნა მიღწეული.

”ის მუდმივ კონტაქტშია [მოქმედ] პრემიერ- მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან. ახლა ჩვენ დაკავებული ვართ მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხებით”, - აღნიშნა პესკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა