ნათია მეზვრიშვილი - კალაძე რეიტინგული კანდიდატია, მაგრამ უკონკურენტო არავინაა - ჩვენ ჩვენი კანდიდატები გვეყოლება, არ ვთვლით, რომ ვინმესთან ალიანსი გვჭირდება, მითუმეტეს „ნაცმოძრაობასთან"

ფაქტია, რომ კალაძე საკმაოდ რეიტინგული კანდიდატია და მარტივი არ იქნება, მათ შორის ოპოზიციისთვის, კონკურენციის გაწევა, მაგრამ უკონკურენტო არავინაა. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები და საკმაოდ ღირსეული კონკურენციას გავუწევთ, მათ შორის კახი კალაძესაც და ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ სხვა კანდიდატებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს.

როგორც მან აღნიშნა, მათ პარტიას აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვებიან.

„ჩვენ თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში, სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული, ჩვენ უკვე მოქმედებაზე ვართ გადასული და ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს.

განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, შეთანხმებების მიღწევა, შემდგომ უკვე, ბოლოსკენ, როცა მიდის საქმე, როგორ რთულდება ხოლმე, ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. თავიდანვე, ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არც ვთვლით, რომ ჩვენ პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რომელსაც არც და ვერც განვიხილავთ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით. კარგი გაგებით, გახარიას პარტიის შემოსვლა პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არა, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც სერიოზული თავის ტკივილი გახდა, რაც ბუნებრივია, საკმაოდ სერიოზული ფიგურაა, რასაც ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებს. ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები არსებობს.

იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედი, რომელიც დემოკრატიული გზით, პირდაპირ გზა არის ხელისუფლების შეცვლისა“, - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ჩვენ ვითხოვდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას იმ მოვლენებზე, რაც მოხდა. ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდობლობის გამოცხადება ამ ეტაპზე რაიმე შედეგს გამოიწვევს. ვთვლით, რომ უფრო გონივრული იქნებოდა ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობას ახალისებდნენ და არაფერი გააკეთეს ძალადობის აღსაკვეთად, რეალურად დაუცველობის განცდა გააჩინეს ქვეყანაში, პარლამენტში უნდა მიბრძანებულიყვნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგებნლები, პრემიერ-მინისტრი, დღესაც ვითხოვთ ამას და გაეცათ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. ამის ნაცვლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდან აარიდა ეს პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა