თავდაცვის სამინისტრო  Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტექნიკას სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გამოიყვანენ.

„26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) მასპინძლობს, რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდება. სწავლების უშუალო აღსრულებამდე მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს წვრთნებში მონაწილე ქართველი და პარტნიორი ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა/გადაადგილებას სწავლების ჩატარების რაიონებში - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში.

მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომლის გადასროლაც სენაკიდან ორფოლოს მიმართულებით ხვალ, 22 ივლისს იგეგმება. ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით დაკომპლექტებული სამხედრო კონვოი სენაკი-ლესელიძე და ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალზე გადაადგილდება, რის გამოც გზაზე მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა