ნუგზარ წიკლაური - „ლელოსთან“ და ზურაბ ჯაფარიძის გუნდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება - 2-3 დღეში საზოგადოება იხილავს გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები პარტიებთან: "ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც წიკლაური აცხადებს, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ელენე ხოშტარია განიხილება.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „რეზიუმე“ განაცხადა, ზუსტი გადაწყვეტილება 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

„მე ვადასტურებ, რომ ნიკა მელიას სახელი, ელენე ხოშტარიასი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის, არის სწორად ნათქვამი, რადგან მართლაც მიმდინარეობს ამ ტიპის მოლაპარაკებები, მაგრამ არა მხოლოდ ეს ორი სახელი, არის კიდევ რამდენიმე სახელი.

როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია, ამას დაგვანახებს უახლოესი ორი დღე, სავარაუდოდ, მაქსიმუმ ორ-სამ დღეში უკვე სრულად იქნება ეს გუნდი წარდგენილი და ჩვენი საზოგადოება იხილავს, როგორი არის ამ გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობა, როგორც პერსონალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ლელოსთანაც“ მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ პოლიტიკურ გუნდს, ისევე, როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკურ ძალასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვფიქრობ, რომ ძალიან სოლიდური ჯგუფი იქნება იმ პოლიტიკური პარტიების, ვისაც გამოკვეთილი ევროპული, პოლიტიკური ინტერესები აქვს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა