გერმანიამ სტიქიით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად 400 მილიონი ევროს მოცულობის საგანგებო პაკეტი დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ წყალდიდობით დაზარალებული რეგიონების დაუყოვნებლივ დასახმარებლად 400 მილიონი ევროს მოცულობის საგანგებო პაკეტი დაამტკიცა.

ხელისუფლების განმარტებით, კიდევ მილიარდობით ევრო იქნება საჭირო სახლების, ბიზნესობიექტებისა და მნიშვნელოვანი ინსფრასტრუქტურის აღდგენისთვის.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თანხის ნახევარს ფედერალური მთავრობა, მეორე ნახევარს კი რეგიონული მთავრობები გაიღებენ.

გერმანიის სადაზღვეო ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიასა და რაინლანდ-პფალცის რეგიონებში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული ზარალი, წინასწარი გათვლებით, სადაზღვევო ინდუსტრიას 4-5 მილიარდ ევრომდე დაუჯდება, თუმცა რეალურად რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალიც იყოს. სტიქიამ გერმანიაში მინიმუმ 170 ადამიანი იმსხვერპლა, ბელგიაში კი 30-ზე მეტი.

იხილეთ ვიდეო: გერმანიამ სტიქიით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად 400 მილიონი ევროს მოცულობის საგანგებო პაკეტი დაამტკიცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო