რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველაფერს ვიღონებთ,  რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ჩრდილოეთ კვიპროსის საერთაშორისოდ აღიარებისთვის.

„ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის რაც შეიძლება სწრაფად აღიარება“, - განაცხადა ერდოღანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსელი თურქების ერთადერთი მოთხოვნა კვიპროსის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში არის „მათი სუვერენული სახელმწიფო სტატუსის აღიარება“.

„ყველა სხვა შეთავაზება და წინადადება აღარ მოქმედებს“, - აღნიშნა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, კიდევ ერთ ინტერვიუში ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის ნატოში შესვლა ვერანაირ გარემოებებში ვერ მოხდება, ვიდრე თურქეთი ამაზე თანხმობას არ განაცხადებს. „თურქეთში დღეს აღარ არის ის ხელისუფლება, როგორიც იყო მაშინ, როცა ნატოში საბერძნეთი მიიღეს. დღეს ჩვენ ვართ და ისინი თურქეთის ვეტოს გვერდს ვერ აუვლიან“, - აღნიშნა ერდოღანმა.

იხილეთ ვიდეო: რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის რაც შეიძლება სწრაფად აღიარება მოხდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა