თაკო ჩარკვიანი - მერობაზე არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა - სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ის თბილისის მერობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მას მერობის სურვილი არც არასდროს ჰქონია. თუმცა, მისივე თქმით, მისი კანდიდატურა განიხილებოდა.

„ნამდვილად არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ. თუ ვიღაცამ რაღაც სურვილი დაინახა, ეს მხოლოდ თუ გაგახარებს ადამიანს. ვიცი, რომ განიხილებოდა, ვიცი ამის შესახებ, რადგან ჩემთან მოსულები იყვნენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, არ მიფიქრია ამაზე არასდროს და არც ახლა ვფიქრობ. მე დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, ვისაც დასავლური ვექტორი გადაწყვეტს იყოს გაერთიანებული ოპოზიციიდან. მკითხეს კიდეც, ნიკაზე არის დიდი ხანია საუბარი და სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, ვერ ვხედავ კანდიდატურას, რომ კონკურენცია გაუწიოსო. მე რომ ვამბობ, არ არიან ოპოზიცია და გაიგეთ-მეთქი და არავის ჯერა, ახლა ხომ კარგად დაიჯერეს უკვე. მოდით, ვისაუბროთ ვინმე ნიკა მელიაზე, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეობაზეა საუბარი, იმაზე დიდი მომხრე, ვიდრე კალაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, 5-იანს, რომ გვიჩვენებდა, კარგად გვახსოვს. გირგვლიანი მომხდარი იყო უკვე, ნიკა მელია ჩემ გვერდით მახსოვს 7 ნოემბრის დროს, როცა მე გირგვლიანს ვაპროტესტებდი, მაგრამ კახი კალაძე - არა. კახი კალაძე მახსოვს მომხრე იყო ზუსტად იმ პერიოდში“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც