ირანში წყლის დეფიციტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში წყლის დეფიციტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს კიდევ ორი ადამიანი, ერთი სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას Associated Press-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული სააგენტო IRNA-ს ცნობით, პოლიციელი ქალაქ მაჰშარში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამასთან, სახელმწიფო ტელევიზიამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ იზეჰში, საპროტესტო აქციების დროს შექმნილი არეულობისას ერთი მოქალაქე მოკლეს, 14 პოლიციელი კი - დაშავდა. ირანული მედია დეტალებს არ აკონკრეტებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ხუზისტანის პროვინციის ქალაქ შადეგანში ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და ირანულმა მედიამ მის დაღუპვაში დემონსტრანტები დაადანაშაულა.

წყლის დეფიციტის გამო ირანის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე თვის დასაწყისში საპროტესტო აქციები დაიწყო. ხელისუფლება შექმნილ პრობლემებს ნალექის შემცირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ბევრი ჰიდროელექტროსადგური არ მუშაობს, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ვინაიდან ზაფხულის სიცხესთან გამკლავებას მოსახლეობა კონდიციონერების გამოყენებით ცდილობს.

მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ პრობლემის მიზეზი არასწორი მენეჯმენტი და კორუფციაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა