საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომების მიღება მას შემდეგ დასჭირდათ, რაც მომიტინგეების ნაწილმა მათ პიროტექნიკა დაუშინა.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „არა სავალდებულო ვაქცინაციას“ და „თავისუფლება.“

ცნობისათვის, საბერძნეთში სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის ვაქცინაცია 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 4.6 მილიონი მოქალაქე სრულად ვაქცინირებულია, მაგრამ „დელტა“ ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 800-დან 3 000-მდე გაიზარდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო