აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით გერმანიასთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, რათა აღკვეთონ რუსეთის მიერ გაზსადენის ევროპის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინის დაშანტაჟებას შეეცდება.

Associated Press– ის ინფორმაციით, აშშ – გერმანიის გარიგების თანახმად, უკრაინა მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის კრედიტის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს და ასევე მიიღებს გაზის ტრანზიტის საფასურის დაფარვის გარანტიას, რომელსაც იგი 2024 წლის ჩათვლით დაკარგავს იმით, რომ მილსადენი მის ტერიტორიაზე არ გაივლის.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია, რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას გააორმაგებს. უკრაინა აცხადებს, რომ გაზსადენი მის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ამასთან, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს, რომელსაც ის რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის ტარიფის სახით ღებულობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს