ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაინფიცირებულები ნიდერლანდელი სკეიტბორდერი ქენდი ჯეიკობსი და ჩეხი მაგიდის ჩოგბურთელი პაველ სირუცეკი არიან, რომლებიც საკარანტინო სასტუმროში გადავიდნენ.

აღნიშნული ორი სპორტსმენის გარდა დღეს ვირუსი ოლიმპიურ სოფელში კიდევ ორ პირს, „ოლიმპიადასთან დაკავშირებულ პერსონალს“ დაუდასტურდა. ამ კატეგორიაში შედიან გუნდების მწვრთნელები და სხვა ოფიციალური პირები.

Associated Press-ის ცნობით, ოლიმპიურ სოფელში 1 ივლისიდან დღემდე კორონავირუსის 91 შემთხვევა გამოვლინდა. ამ რაოდენობაში არ შედიან ის სპორტსმენები, რომლებსაც ვირუსი შინ, ტოკიოში გამგზავრებამდე დაუდასტურდათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა